მტკივა იარები


გადაჯიშებული ერი,
შეურაცხყოფილი რწმენა,
ჩემო დატანჯულო გულო...
ვხედავ შეგძლებია რწმენა.

არა,აღარ მინდა ცოდვა,
აღარც დაწყევლილი ფული,
გულზე მე ტაძრები მეწვის
ღმერთო! შემიბერე სული.

რწმენა დაიკარგა,გაქრა,
გახმა წინაპართა ფესვი,
ძმა-ძმას ომში იწვევს მტრულად,
ტყვიას უმოწყალოდ ესვრის.

ჩონგურს გასწყვეტია სიმი!
ტირის ქართლის დედა ჩუმად!
ქულა დაუწერეს ეშმაკს
რწმენა შეგვიფასეს ნულად!

გულო,რამდეს უძლებ ბოღმას,
სულო,რად არ ტოვებ სხეულს,
ჩემი საქართველო დაჭრეს,
მტკივა იარები ეულს...

გადაჯიშებული ერი,
შეურაცხყოფილი რწმენა,
ღმერთო! გამიმაგრე ერი!
ღმერთო! დამილოცე ენა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი