დუშეთს
აი ისევ შეიმოსა მუზა შენზე ფიქრებით, ხვალ ცოტათი წელმოხრილი და ჭაღარა იქნები. შენს ქუჩებში კვლავ ირბენენ ცელქი გოგო-ბიჭები... შენი ეშხით მე დუშეთო, ლექსში არ ჩავიჭრები. გულს ჩაგვიკარ დუშელები, დაგვილოცე დღენია, შენით მთვარი თუ ვმღერივართ, ეს ქართული გენია. სანამ ძალა მომდევს მკლავში, სანამ სისხლი მიდუღს ძარღვში, მკერდზე ფარად გაგაეკრობი და არასდროს გაგცვლი სხვაში. ხვალ ჩამოთოვს შენს ქუჩებში, გაათეთრებს ნაძვიანს, თუ ოდესმე გაგეყარო, დავემგვანო ნაღვლიანს. არ მეღირსოს გზააბნეულს სხვა ქალაქში მოსვენება, მწამდე მინდა ისე მწამდე! როგორც ქრისტეს ათი მცნება. აი ისევ შეიმოსა მუზა შენზე ფიქრებით, გეფიცებით, მე დუშეთის შვილი ვარ და ვიქნები!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი