''გლოვობდა სამშობლო დაკარგულ შვილებს''


გლოვობდა სამშობლო დაკარგულ შვილებს,
მთები სდუმდნენ და ზეცა ტიროდა,
თვალცრემლიანი პატარა ბავშვი
მამის ომიდან მოსვლას ელოდა.

დღე გადიოდა, გლოვით ავსილი,
ბავშვს უმალავდნენ მწარე სიმართლეს,
ვაი, იმ ბეჩავს,გმირად წოდებულს,
ვეღარ იხილავს ქვეყნის სინათლეს.

დედას რა ვუყოთ,შავებში ჩაცმულს!?
რით მოვუშუშოთ გულის იარა!
სიტყვებით გული,როგორ გავუთბოთ?!
მას შვილი უნდა სიტყვა კი არა!

თქვენ მეგობრებო გული იმაგრეთ,
ძნელია ვიცი თქვენი ცხოვრება.
ომში დაღუპულ ბიჭების ხსოვნა,
ყველა ჩვენთაგანს გვემახსოვრება.

გლოვობდა სამშობლო დაკარგულ ბიჭებს,
ქართველის გული მწარედ კიოდა!
ომში მოკლული მეომრის ცოლი,
შავი სამოსით საფლავთან ტიროდა!...

გამახსენდა, ოდეს თქმული
მესაფლავის სიტყვები...
ვიცი,ვიცი,რომ ცრუობდა
მის სიტყვებს არ მივყვები.

მესაფლავევ რატომ ამბობ?
რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
დრო გავა და მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება.

არა,არა მესაფლავევ!
ტკივილს ვერვინ დაივიწყებს,
ვერა ხედავ,რომ ის ქალი?
მეომარ ქმარს არ ივიწყებს.

შვილმა როგორ დაივიწყოს?!
ერთად-ერთი მისი მამა,
ვიცი უფრო შეიყვარებს,
რაც ტკივილით წლები გავა.

სამშობლო გლოვობდა დაკარგულ ბიჭებს
და დედა სიკვდილს სახლში ებრძოდა!
უკვე შვილისგან დაჭრილი გული,
ისე კვდებოდა ტკივილს ვერ გრძნობდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი