საით მიმაფრენ დაღლილო...


საით მიმაფრენ დაღლილო მერანო?
ნუთუ წყალობა არ გაგაჩნია?
ასე უიღბლო და სევდიანი
განგებამ ჩემმა რად გამაჩინა?!

ვისთან წავიდე ან ვის შევჩივლო,
ვის ჩავაბარო დაღლილი სული?
რომელ კაეშანს გამოვეკიდო,
რომ აგარ ვიყო მე მარტოსული...

მერანო ჩემო საით მიდიხარ!
რატომ არ უჩანს გზას დასასრული?
იუმედობით გადამეღალა
გული დამწვარი და დანაცრული.

მომწყურდა ახლა ისე მომწყურდა!
სიკვდილი ჩემი ვით ცივი წყარო,
ო როგორ მინდა ამ ცოდვილ სხეულს
მე საუკონოდ,რომ გავეყარო.

ფიროსმანივით ვერც მე გამითბეს
გული ყინულად გადაქცეული,
ჩემი ლექსები ფეხქვეშ გათელეს,
განჰკითხეს სული ჩემი ეული.

მე არ ვითხოვდი ამ ცხოვრებიგან,
არც ოქროს,არც ვერცხლს,არცა ქონებას.
ყველა მოკვდავი,რომ მყვარებოდა
იმ გზით ვმართავდი მე ჩემს გონებას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი