''გავხდები რემბრანტი,გავხდები...''


გავხდები რემბრანტი, გავხდები პიკასო,
კოლუმბი გავხდები, რომ აღმოგაჩინო,
ფიროსმანს სულში ბინას დავუდებ,
რომ მხატვრის ნიჭი გამოვაჩინო.

ტილოს დავაფენ და ჩემი ფუნჯით
დავხატავ შენი სულის სინაზეს,
ლამაზ ფერებით მოვრთავ სიყვარულს,
ამ ჩვენი გრძნობის მტრების ჯინაზე.

მე ცისარტყელას ფერებს წავართმევ,
ალიონს მოვპარავ იისფერ რიჟრაჟს,
ღამეს გავტაცებ ფიქრიან მთვარეს
და მასთან ერთად ლექსს დავწერ გიჟმაჟს.

შენთვის დავბერდები,რადგან ამბობენ,
რომ სიყვარული ასაკში ტკბება,
ბებერ ნაოჭებს გულზედ დაფენილს,
გული არ იტყობს და ტრფობით თბება.

გავხდები პიკასო,გავხდები რემბრანტი,
კოლუმბი გავხდები,რომ აღმოგაჩინო,
რაინდი გავხდები ცხენზე შემჯდარი,
რომ სიყვარული გადავარჩინო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი