''ჩამომიხსენით გლოვის...''
ჩამომიხსენით გლოვის ფარდები, ჯერ ხომ სისხლი დუღს ისევ ძარღვებში, ჯერ ხომ ჩემს ლექსებს სუნთქვა ატყვია, ჯერ ხომ სიყვარულს ვეძებ ვარდებში. რად გინდათ გლოვის ცერემონია, ცოცხალს არ მშვენის თქვენი ცრემლები, ჯერ ხომ ბოლომდე ვერ მოგეფერეთ, თქვენს გულებს ისევ შემოვევლები. ჩამომიხსენით გლოვის ფარდები! მე ხომ სიცოცხლე ასე მწყურია, ჯერ ხომ ნარნარა ხმა ბულბულისა ჩემთვის ყოველთვის საამურია. ჯერ ხომ მზე მითბობს გადაყრილ ვენებს, სიო მიმღერის კვლავ იავნანას... გთხოვთ ნუ მომიშლით ამ ლამაზ გრძნობას, ნუ გადამისმევთ ძარღვებზე დანას! ნაკადულს წმინდას ნუ მომანატრებთ, მშობლიურ მიწას მადროვეთ ვკოცნო, ეგ შავი ფარდა ჩამომიხსენით! მინდა ჩემგან შორს,ამ ხელით ვტყორცნო. გამიმაისეთ თბილი მაისი, ეზო მომირთეთ სიცოცხლის ფერად, მე ბუნებაზე შეყვარებული გამიშვით მარტო მინდავრად და ველად. გაიწით იქით,მზეს ნუ მიბნელებთ! ნუ მოაფარებთ მზის სხივს გორასა! მე მის გარეშე დავემგვანები, სიცივისაგან დაბლა მგორავსა. ნუ ამიხრჩოლებთ მწარე საკვამურს! მინდა ბუნების სურნელით დავტკბე, სიყვარულს წმინდას ნუ ამიკრძალავთ! მინდა ამ გრძნობით ბოლომდე დავთვრე. დაგლიჯეთ თქვენი გლოვის ფარდები, ცოცხალს მიწაში ნუ მასამარებთ! მთელი ცხოვრება ლექსებს გიწერდით, თკვენ კი რიცთვის მსჯით და მასამართლებთ?! გამიშვით!გავხიო მინდა ფარდები, საკანს კედლები შემოვალეწო, ავტეხო მუშტით რკინის დარაბა, სულს დილის სხივი შემოვაგებო. რატომ გგონიათ,რომ მომიშორეთ?! და ბალახივით მოცელილი ვარ, მე ხომ მოკვდავთა გასახარებლად, განგების ნებით მოვლენილი ვარ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი