''მე არავის...''
მე არავის დავუჩოქებ, ჩემი ერთი ღმერთის გარდა, სხვის მიწა-წყალს არ დავნატრი, ჩემი მწამს და მუდამ მწამდა. ერთი გოჯი მიწა მყოფნის, სამარისთვის მინდა, დამიჯერეთ ეს ცხოვრება, სიკეთისთვის ღირდა. სხვა ფიქრი არ მოდიოდა, ფიქრში სევდა წვიმდა... დამიბრუნეთ საქართველო! და ხატები წმინდა! დედას შავებს ნუ ჩააცმევთ! ჩვენ ომი არ გვინდა, ეყო ტანჯულ საქართველოს! რაც ტყვია აწვიმდა. მარტო მე ვარ,მე მებრძოლეთ! დამაყარეთ ტყვიები, სხვის სახლთან კი მიიტანეთ გვირილა და იები. მე არავის დავუჩოქებ, ქართველობა მინდა! ქართველს მუდამ მფარველობდეს მამა,ძე და სულიწმინდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი