ერთი ნაფასი
ერთი ნაფასი გადამირჩენს ახლა სიმშვიდეს, ღამის ბნელ ჭინკებს მომაზმანებს ანგელოზებად და თბილ ქაღალდში გახვეული მწვანის სიმწიფე საათის წიკ-წიკს გადამიქცევს ბრამსის ნოტებად. სულ ერთი ჭიქა მიწამლებდა ახლა ვისკისა და სხვანაირად გამიჭრიდა კალამიც ფურცელს, მეტად თავხედი სურნელება ცივი სასმლისა ღილს შეუხსნიდა თეფშზე დამკვდარ ვარდისფერ ხურტკმელს... ღამის კარიბჭეს ისევ ლეწავს ოხერი სევდა, მაჯიდან კვლავაც წყენით მიცქერს გრძელი ნაკაწრი და როგორც წყალი გააცოცხლებს გამომხმარ ძელქვას, მეც ზუსტად ისე გადამარჩენს ერთი ნაფასი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
ძალიან კარგია ♥️