ანანო


მამიკოს ნებიერა ვარ.
დედიკოს გულის მალამო.
ბაბუას მომღერალი და
ენაჭიკჭიკა ანანო.

ვიცი ვჯიუტობ ხანდახან,
ზოგჯერ გაბრაზებთ ძალიან.
მაგრამ ეს ჩემი კი არა,
ჩემი ასაკის ბრალია.

ჯერ პატარა ვარ, ნუ ღელავთ,
გააგდეთ ცუდი ფიქრები.
დაიცა, გაზრდა მაცადეთ,
ნახავთ რა გოგო ვიქნები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი