დათვის დარიგება


დათუნიას შემოუსხავს უღრან ტყეში,
თვის ოთხი ყავისფერი, კოხტა ბელი.
არიგებს და ასე მოძღვრავს თვის შვილებს-
დაიხსომეთ რასაც გეტყვით ყველაფერი.

არ დაჩგროთ არასოდეს თქვენზე სუსტი,
კეთილ გულში ბოროტება არ გაივლოთ.
სხვისი ტანჯვა არასოდეს გახარებდეთ,
დაეხმარეთ, ვინმეს უჭირს, რომ გაიგოთ.

არც იფიქროთ, რომ მოპაროთ საწყალ ფუტკრებს,
დიდი შრომით ნამზადები ტკბილი თაფლი
ბოროტებით არასოდე გაისვაროთ,
სიკეთისთის ნაბოძები ოთხი თათი.

მოპარული არ გინდოდეთ არაფერი.
დაიხსომეთ დედა დათვის ეს ვედრება.
შენი შრომით, შენი ოფლით მოპოვებულს
ქვეყანაზე არაფერი შეედრება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი