შემოდგომის სურათი
ვენახში რთველი გაჩაღდა დიდი, ზვარიდან ისმის სიმღერა მშვიდი. საწნახელიდან მოსჩქეფს ბადაგი, ივსება დიდი ქვევრი ბარაქით ორღობეში კი დატვირთულები, მოდიან ხორბლით სავსე ურმები. ბაღში ბავშვების ჩამდგარა ჯარი დაუკრეფიათ ვაშლი და მსხალი. დაჰბერავს მთიდან ნიავი გრილი და კალათები ივსება ხილით. გვერდზე აწყვია გოგრების გროვა, თაფლივით კარგი და ტკბილი როა. ბიჭები სიმინდს ტეხენ ყანაში, იქვე გუგული უსტვენს ჭალაში. ჯოხზე ქანაობს ასხმული თხილი ქვაბში ჩაასხეს ბადაგი ტკბილი. ჯერ საჩურჩხელედ ძაფზე ააცვეს, და ფელამუშის კაბა ჩააცვეს. გარეთ კი ქარი ღამეებს ათევს, გზად ფოთლის ყვითელ ხალიჩას აფენს. გული კი მღერის - ჩემო მამულო- ეს მოსავალი სამხიარულოდ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი