პატარა ბიჭის ნატვრა
სამაჩაბლოს გადავიხდი ქორწილს, შემოვძახებ ჩაკრულოს და რეროს! და ვასწავლი ჩემს ოს თანატოლებს, რომ ცხინვალი არის საქართველო ! სანადიმოდ აფხაზეთში წავალ- გადავივლი ცხრა მთასა და მდელოს. ბავშვობიდან ჩავუნერდოთ ყველას, რომ სოხუმი არის საქართველო ! სიყვარულით კვლავ გავითბობთ გულებს არ გვჭირდება საზღვარი და ხაზი. ერთიანი საქართველოს ზეცას დამილოცავს ოსიც და აფხაზიც. მონატრებულს დაგიკოცნი მიწას. კაცს ვერ ვიტან ორგულსა და ორპირს. საქართველოს დროშას გავშლი მალე და ცხინვალში გადავიხდი ქორწილს!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი