რა ჯადოქრობამ შესძრა
რა ჯადოქრობამ შესძრა პირველად სული კაცისა _ სიმღერის ფესვი? მზემ, გაზაფხულმა, სევდამ, ფრინველმა აღმოაჩინეს მის ფსკერზე ლექსი. ტყემ, დედამიწამ, თეთრმა ღრუბელმა, ცის კაბადონზე რომ არ ჰყავს მწყემსი, ქარმა, ზღვიდან რომ წამოუბერა, _ ააშრიალეს გრიგალში ლექსი. ქარმა, ღიმილმა, ბრძოლამ, ძიებამ, მდუღარე ლოცვამ, ცასაც რომ ესმის, აღთქმამ, იმედმა, მონანიებამ, _ ჩირაღდანივით აანთეს ლექსი. წყენამ, ტკივილმა, მხნეობამ, რწმენამ, რომელსაც ჰქვია სიკეთის თესლი, ბულბულთა სტვენამ და დედაენამ, _ ამქვეყნად შექმნეს უკვდავი ლექსი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი