დაუსაბამოდ...


დღე პირველი.

გამარჯობათ, მე იზაბელა ვარ. 16 წლის
ერთი ჩვეულებრივი გოგო, არც მეტი სხვებზე რამით და არც ნაკლები. ყოველშემთხვევაში მე ასე ვფიქრობ.
ჯერ ცოტა გაგეცნობით და შემდეგ მოგიყვებით ამბავს, რომელიც მე გადამხდა.

ახლა სოფელში ვარ, და გარეთ კარგად წვიმს.
უცნაური ამინდებია, აპრილის მძიმე კვირებია.
და არც მე ჩამოვუვარდები რამით აპრილის მძიმე დღეებს ჩემი ფსიქიკიდან და ცხოვრებისეული მოვლენებიდან გამომდინარე.
სახლში მეტსახელად ,,შიზოფრენიკს" მეძახიან.
და თუ მკითხავთ, რატომ?
ჩემი პასუხი მარტივი იქნება, იმიტომ, რომ ყველაფერს გაცეცხლებული თვალებით ისეთ აგრესიას გამოვხატავ რასაც მინუმუმ ათი კაცი ერთდროულად ვერ იზამს.
დედა მეუბნება ხოლმე: ბავშობიდანვე უცნაური იყავი, რაღაც ისეთს მკითხავდი, რომელიც საგონებელში ჩამაგდებდაო.

ჩემი საყარო მაქვს შექმნილი, ჩემივე ნაცრისფერი ფერებით, სადაც არავის გასჩენია სურვილი, რომ შემოეხედა, ან შესაძლოა მე არ მიმიცია ამის უფლება მათთვის.

ზოგადად ანტროპოფობია მაქვს.
მოგეხსენებათ, რომ ეს ,,ფობია" ადამიანთან ურთიერთობის შიშია.
გამუდმებით რაღაც ცუდს ველი მათგან.
ქვეცნობიერი გამუდმებით მკარნახობს იმას, რომ არავის ვენდო, არავის გავუმხილო ჩემი შინაგანი მწუხარება, ტანჯვა, ტკივილი და ათასი რამ რაც ასე ძლიერაა ჩემზე მოწეპებული.
და ასეც ვიქცევი.

დღე მეორე:

არ მახსოვს რომელი თვე იყო, მაგრამ მახსოვს, რომ რთული პერიოდი მქონდა.
მახსოვს ისიც, რომ გარეთ არ გავდიოდი, სკოლასაც ხშირად ვაცდენდი, ღამე არ მეძინა და ფსიქოტროპულ აბებს ვსვამდი.

ვსვამდი რა, დედა მასმევდა.
ეს მას შემდეგ განვითარდა რაც, თურმე თვითმკვლელობა მიცდია და მეზობელს გადავურჩენივარ.

არც ეს მახსოვს როდის მოხდა.

დედ-მამა მაშინ სოფელში წამოვიდნენ და მე მარტო დავრჩი სახლში, რადგან მეორე დღეს მუსიკის კონკურსზე უნდა წავსულიყავი.

სიმართლე გითხრათ, ადრე ასეთი რამ არ შემენიშნებოდა, თორე დედაჩემი მარტოს სახლში არ დამტოვედა!
ისეთი ემოციური და ზედმეტად მზრუნველია, რომ ასეთი რამ სიზმარშიდაც კი შეუძლებელია მოხდეს.

არ მახსოვს რატომ ან რის გამო გადავწყვიტე ეს.
რის მიღწევას ვცდილობდი ამით.
თითქოსდა ჩემი არსებობა დედამიწას ამძიმებდა. 
და თუ თავს მოვიკლავდი, მე მას შევამსუბუქებდი. 

ხშირად მიგრძვნია განცდა იმისა, რომ მალე მოვკვდებოდი.
მოვკვდებოდი და არა გარდავიცვლებოდი.
ეს ორი რამ სავსებით განსხვავდება ერთმანეთისგან.
განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მკვდრებს ივიწყებენ, გარდაცვლილებს კი არასდროს!

ერთი სიტყვით, ფსიქოლოგთან მიმიყვანეს.
არ ვიცი ეს აზრი რატომ გაუჩნდათ.
განა ყველა თვითმკვლელი, ვისაც ასეთი შემთხვევა ჰქონია და ვიღაც "მესიას" გადაურჩენია, ყველა ფსიქოლოგთან წაიყავანეს?
რაღაც მეეჭვება.

რაღაცებს მესაუბრებოდა ის ქალი.
უამრავ შეკითხვებს მისვამდა და მეც ვპასუხობდი. ზოგს კი საერთოდაც არ ვუსმენდი. 
ბოლოს არ ვიცი, რატომ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფსიქიკაშერყეულად შევერაცხე.
მაგრამ დიახ, ჩემში ყოფილა ის უხილავი პრობლემა, რომელსაც აქამდე ვერ ამჩნევდნენ.

დედაჩემი... ოჰ, საოცარი პიროვნება, რკინასავით ძლიერი, ამტანი, სრულყოფილი პიროვნებაა.
თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, როგორ მოერგო ახალ სამუშაოს, ახალ ცხოვრებას, ახალ დაბადებულ, შეურაცხადს და ფსიქოშერყეულ ,,მეს".
როგორ მიძლებდა და იმ გულის კუნჭულიდან, ფესვებიდან, რომელიც უმძიმეს ტკივილს იტევდა, როგორ სითბოს ასხივებდა.
როგორ არ უთქვამ არაფერი ჩემთვის, რაც მჭირდა და როგორ მაჩვენებდა თავს, თითქოს ბედნიერი იყო.

ასეთი, არ ვიცი მე როგორ შეიძლება ვიყო. 
ჩვეულებრივად ჩემგან ეგ წარმოუდგენელია.

ხშირად, თურმე ჭურჭელს ვამსხვრევდი, კედლებს ფრჩხილებით ვხოკავდი, კალამს, ფურცელზე ერთ ადგილას მთელი ძალით ვუსვამდი სანამ არ გაცვდებოდა და არ დაიფერფლებოდა. 
ხმამაღლა ვიცინოდი, სიჩუმეში.
მთელი ძალითა და არსებით ვღრიალები და სარკმლის მინებს ვამსხვრევდი ხელით.
და ნაზად, ხავერდოვანი ხმით ვმღეროდი...

ალბათ დასკვნა თქვენთვის მარტივია.
ცვალებადუნარიანი ვიყავი.

უმეტესად, დროს ჩემს ოთახში ვატარებდი.
წიგნებს ვკითხულობდი, ფილმებს ვყურობდი და მუსიკებს ვუსმენდი.
ჰარმონიის უნარი, როგორც ჩანს არ დამიკარგავს.
მხოლოდ მაშინ ვკარგავდი, როდესაც ერთი განზომილებიდან მეორეში გადავდიოდი, ანუ როდესაც სულიერ სიმშვიდეს მღელვარე ძალები ანაცვლებდა.
როდესაც გიჟური და პათოლოგიური შეტევები მემართებოდა.
ამ დროს "გონება მეთიშებოდა", განა გული მიწუხდებოდა. არა, არა! მეხსიერება მეთიშებოდა ამ დროს და რასაც იმ მომენტში ვაკეთებდი ტვინის აპარატი ვერ იმახსოვრებდა.
ეს ის მომენტი იყო, როდესაც გულს სხვა უნდა, მაგრამ გონებას სულ სხვა რამ სწადია.
ანუ გულს სიმშვიდე სჭირდება, მაგრამ ტვინი არ აძლევს ამის საშუალებას და უმართავი ხდება.

ასე გრძელდებოდა ეს სიტუაცია მანამ სანამ, აბები და ნემსები რეაქციაში არ შევიდოდნენ და ნორმალური ადამიანისათვის დამახასიათებელ ფუნქციას არ დამიბრუნებდნენ.

წელი წელს მისდევდა...
არსებულ მდგომარეობას შედეგი არ ეტყობოდა და დღითიდღე დაუმორჩილებელი და აუტანელი ვხდებოდი.

მამაჩემზე არაფერი მითქვამს, მაგრამ ახლა მოგახსენებთ ყველაფერს.

მაღალი, ქერა, მწვანეთვალება იყო.
რომ გითხრათ, დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა ჩემს მიმართ-მეთქი, მოგატყუებთ.
და ამ უკანასკნელმაც ერთ დღეს, როდესაც, თურმე უმძიმესი ფსიქოშეტევა მქონდა, გადაწყვიტა საგიჟეთში დაერეკა და იქ გავემწესებინე.
გადაწყვიტა არა მხოლოდ დედისთვის ჩამოვეშორებინე, არამედ თავიდან აეცილებინა საკუთარი მოვალეობანი ჩემს მიმართ, დავეშორებინე დედასთან, რომელიც ასე დამფოფინებდა თავს, მიფრთხილდებოდა.
გადაწყვიტა, თავისთვის სახლში დამჯდარიყო მშვიდად და ისე ეჭამა საჭმელი, რომ კარადიდან მესამე ლანგარი არ გამოეღო. 
ადამიანური ბუნებაა, ვერ დაადანაშაულებთ. 
თავისუფლებისკენ ჰქონდა ლტოლვა. აწუხებდა, სულ უხუთავდა ჩემი ასეთი არსებობა.

დღე მესამე.

...და ვიღვიძებ ოთხ კედელს შორის, სადაც ყველაფერი შავბნელია.
სადაც სიცოცხლე არ იგრძნობა. გაშეშებული ვგდივარ უხეშ ლოგინზე, ნარკოზიდან ახალი გამოსული.
არ ვიცი სად ვარ, რომელ განზომილებაში, მაგრამ ვგრძნობ, რომ აქ პირველად ვარ.
ადგომას ვცდილობ, რადგან აქედან გავაღწიო, მაგრამ ვერა.
ძლიერად მოჭერილი საბმელები მაკავებს და არანაირ საშუალებას არ მაძლევს.
კედლებზე ათასობით სახელი ეწერა.
ჯერ კიდევ ვერ გამოვერკვიე ეს რას ნიშნავდა.
კარგად დავათვალიერე ოთახი რამდენიმე რამ შევამჩნიე. მსგავსი სიმცირის სარკმელი არსად მინახავს აქამდე, როგორიც აქ იყო.
რკინის დიდი კარები იყო, უამრავი საკეტებით და ერთი დაზიანებული, ძველი მაგიდაც ეგდო, მაგრამ რისთვის ნამდვილად არ ვიცი.

წყალი მწყუროდა.
შიმშილის გრძნობა კი არ მქონდა.

სადღაც ოთხი საათის განმავლობაში ვიყავი მიჯაჭვული იმ ჯოჯოხეთურ საწოლს.
და უეცრად კარის მძლავრი და საზარელი ხმა მაფხიზლებს.

ექიმი შემოდის, ოღონდ არა თეთრი ხალათით, არამედ შავით. დაახლოებით ორმოცდასამი წლის იქნებოდა. ხელში ფურცლები ეჭირა.

-გაიღვიძეთ?
-თქვენ როგორ ფიქრობთ?
-იცით სად ხართ?
-საიდან უნდა ვიცოდე?!
-კითხვაზე კითხვითი პასუხების მოსმენას არ ვაპირებ შენგან.
მიპასუხა სიბრაზით.
-ეგ უნდა მადარდებდეს?
კითხვაზე პასუხი არ გამცა.
-რამე გნებავთ? მკითხა.
-დიდად დაგავალებთ, რომ მითხრათ სად ვიმყოფები? შიშნარევი ხმით ვკითხე.
-საგიჟეთში!
-უკაცრავად?
და რატომ? ვინ დაგავალათ ამის გაკეთება?!
სასტიკად გავბრაზდი მაშინ მახსოვს.
მეგონა, რომ დედაჩემმა მოიმოქმედა ეს ყოველივე.
მე ჰომ არ ვიცოდი არაფერი ჩემს შესახებ.
-იმიტომ, რომ გიჟი ხართ!
მამათქვენმა მოგვმართა და წამოგიყვანეთ
-და მამაჩემის სიტყვას, რატომ ენდობით ასე ძლიერ?
-მამათქვენის სიტყვას, არა.
არსებულ მდგომარეობას, რომელიც ნათლად გვიჩვენებს იმას, რომ გიჟი ხართ.
-და ასე დაბმული როდემდე უნდა ვიყო?
-სანამ არ დავმტკიცდებით იმაში, რომ ჯანმრთელად ხართ.
-ანუ?
-ანუ, ზუსტი პასუხი არ მაქვს.
თქვენზეა დამოკიდებული.
-მე არ ვარ გიჟი!
ჯერ კიდევ ცნობიერება კვლავ დაქვეითებული მქონდა და ის ნიუანსები არ მახსოვდა რაც სახლში ხდებოდა ჩემი ყოფადობის დროს.
-კარგად გამეცინა.
ირონიულად მომმართა ექიმმა.
-და რატომ? თქვენც გიჟი ხართ?
-საედან დაასკვენით? მომმართა.
-გიჟები "უმისამართოდ" იცინიან.
-გეთანხმებით.
-კარგია.
ხმა აღარ გაუღია.
წავიდა, კარი კარგად ჩარაზა და დამტოვა სიჩუმესთან ერთად ბნელ წყვდიადში.

სიმართლე გითხრათ არ გამკვირვებია მამაჩემისგან ეს საქციელი.
გულქვა და უსულ-გულო ადამიანი იყო, რომლის სხეულიც, სულის გარეშე ლპებოდა.

ვიწექი, და ჭერს ვუყურებდი.
ათასი აზრი მიტრიალებდა თავში.
მინდოდა რაღაცები გამეხსენებია, მაგრამ ვერა.

წლები გადიოდა.
დღეებს, კვირებს, თვეებს ვეღარ ვითვლიდი უკვე.
ყოველ მესამე დღეს შემოდიოდა ექიმი ჩემთან.
ცოტა დამიმეგობრდა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მძულდა.
ვეკითხებოდი ხოლმე, დედაჩემს ხომარ მოვუკითხივარ-მეთქი, მაგრამ თავს გადააქნევდა უარის ნიშნად.

ცხოვრების გაგრძელების იმედი დამეკარგა.
ჩვიდმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ მომიყვანეს. 
ღმერმა უწყის, რამდენი ნემსი აქვთ გაკეთებული ჩემთვის.
რამდენი აბი წამალი მაქვს გადაყლაპული.
რამდენი ღამე თეთრად გამითენებია ტანჯვაში, ლოდინში, ვაებაში, იმედგაცრუებასა და სიკვდილის მოლოდინში.
ბევრჯერ მშიერს გამომღვიძებია და ორი დღე მიწევდა ასე ყოფნა, სანამ ექიმი არ შემოვიდოდა.

ჩემო კარგებო, სიცოცხლე და მიწიერი ცხოვრება ადამიანის ყოფის უმძიმესი პერიოდია.
მკვდარს ქვიან მიწას აყრიან და ვერაფერს გრძნობს, მან იკითხოს ვინც ცოცხალია და ეს ქვიანი მიწა მოხვდება. სიმწარესაც მაშინ იგრძნობს.

ერფეროვნება იპყრობდა იმ სივრცეს სადაც მე ვიყავი.
ის დუმილი, კედლებს ანგრევდა და საშინლად მებრძოდა.

ერთხელ ექიმმა საბმელები ამხსნა, ოღონდ დამპირდა, რომ თუ ერთ ზედმეტ მოძრაობას გავაკეთებდი მის საწინააღმდეგოდ, პადვალში ჩამიყვანდა სადაც არც სინათლეა, არც საწოლი და არც მაგიდა.
ჩემთვის უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა აქ ვიქნებოდი, თუ იქ წამათრევდნენ.
მაგრამ აქ ყოფნა ვარჩიე და ექიმს დავემორჩილე.

საბმელებს დავეხსენი.
ჩემს კანს შევეხე, რომელიც გამოფიტულიყო.
კიდურებს დავხედე, სასტიკად გამხდარი ვიყავი.
დალურჯებები აღმენიშნებოდა ხელ-ფეხზე საბმელების გამო.

გადაადგილება ვცადე, მაგრამ უმალვე ჩავიკეცე ძალაგამოცლილი ადგილზევე.
იატაკზე, რომ დავეცი, ვეღარ ვმოძრაობდი.
მეგონა, რომ მარტივ-მამრავლებად დავიშალე.
ექიმი დამეხმარა და წამომაყენა.

მინდოდა, რომ ყველაფერს შევხებოდი რაც კი იმ ოთახში იყო და უსულო საგნებთან კონტაქტი დამემყარებინა.
ეს ერთგვარ განტვირთვას გააკეთებდა ჩემში.
დღითი-დღე რადიკალურობა იგრძნობოდა ჩემში.
და ფაქტიც აღინიშნა

ერთ დღეს ექიმი შემოდის და მეუბნება, რომ სავსებით ჯანმრთელი ხართ. ანალიზის პასუხებმა ასე გვიჩვენა.
შეგიძლიათ თავისუფალ სამყაროში დაბრუნდეთ და ბედნიერება განაგრძოთ.
უკვე შეჩვეული ვიყავი ამ გარემოს და შიში გამიჩნდა იმისა, რომ გარეთა სივრცეში, რომელიც ახლა მე მელოდა, ცუდი მოხდებოდა რამე.

სპეციალური მანქანით ჩამიყვანეს იქ საიდანაც წამომიყვანეს.

სახლში მიმიყვანეს და არავინ არ დამხვდა.
გამოცარიელებული იყო ყველაფერი.
უსულდგუმულოდ იყო და მძიმე აურა იგრძნობოდა.

დედას ვეძახდი,მაგრამ არსაიდან არ მაგონებდა.
ჩემს ხმაზე ის მეზობელი შემოვიდა, რომელმაც მე სიკვდილს გადამარჩინა.
მომიკითხა.
-გახსოვარ?
-დიახ, მახსოვხართ.
-როგორ ხარ?
-ექიმების თქმით, კარგად.
დედა სადაა?
უცებ თვალები აემღვრა და დაიბნა.
-კითხვაზე პასუხს არ გამცემთ?
-იციი? დაბნეულს ენა ებმოდა.
იცით?... დედათქვენი, ბოროტმა მამათქვენმა მოკლა, ერთ-ერთი შეკამათების დროს დანით. 
დედათქვენი, გამუდმებით ეჩხუბებოდა თქვენს გამო, თუ რატომ გაგიმეტათ სატანით შეპყრობილმა მამათქვენმა ასე და იმ ოთხ კედელში გამოგამწყვდიათ.

უეცრად, ისტერიულა კანკალმა ამიტანა... სუნთქვა შემეკრა, თვალები გამიშტერდა და პირიდან არაამქვეყნიური ღრიალის ხმა აღმომხდა. სული მეწვოდა და იმ წამებმა ფილმის კადრებივით გამიელვა გონებაში, როცა დედა ჩემს გვერდით იყო. ის სიყვარულით აღსავსე თვალები, რომელიც მე სიცოცხლეს მჩუქნიდა.
მინდოდა წამით მაინც შემეხედა ახლა მისთვის და მეთქვა, თუ როგორ მჭირდება ის.
ერთადერთი ნუგეში მყავდა, რომელიცა ავმა და ბოროტმა სულმა გამომგლიჯა ხელიდან და თან ჩემი სულის ნაწილიც გააყოლა.
დამიჯერეთ, არაფერია იმაზე მწარე, როდესაც ფრთაშესხმულ ანგელოზს კარგავ და გვერდით სატანიზმით შეპყრობილი, პირქუში ადამიანი გრჩებათ.

არ მეძინა თვე-ნახევარზე მეტი.
დედაზე ფიქრში ვატარებდი თითოეულ წამს და სიზმრებში ვეფერებოდი. 
ამ ცოდვილი დედამიწიდან, მის სპეტაკ სულს იქ ვეალერსებოდი.

თვის ბოლოს ჩემი ლოგინის ქვეშსაგებელში წერილი ვნახე, რომელიც დედას თავის სიცოცხლეში, ჩემი საგიჟეთში ყოფნის დროს დაეწერა.
ზედაპირზე წარწერა ჰქონდა, "დაუსაბამოდ..."
წერილები ცრემლმორეულმა გავხსენი. 

"ჩემო იზაბელა. ჩემო ლამაზო და ეშხიანო გოგონავ.
რომ გაჩნდი, შენი გამომეტყველება სიკვდილის შემდეგაც კი მემახსოვრება.
ისეთი სათნო, თბილი შთაბეჭდილება დატოვე ჩემში.
მიზანდასახული და ცნობიერი.
ისე მიყვარდი, თმის ერთი ღერის ჩამოგდების უფლებასაც კი არ ვაძლევდი ვისნმეს შენთვის.
მაგრამ ერთ დღეს ცხოვრების ბორბალი უკუღმა დატრიალდა და ასეთ დღეში ჩავარდი, მაგრამ მე მზად ვიყავი სიცოცხლე დამეთმო შენს გამო, შევბრძოლებოდი ყველანაირ დაბრკოლებას შენთან ერთად, ოღონც შენ მყოლოდი კარგად.
დღემდე ვერ ვინელებ იმ სიმწარეს რაც მამაშენმა გააკეთა.
ასე ბატკანი ცხვარივით გაგყიდა, გიმტყუვნა მიგატოვა და საარსებო წყაროს მომწყვიტა მე, რომლის გარეშეც ღონეგამოცლილი დავდიოდი.
არ შემეძლო უშენობა.
მინდოდა ისეთი გიჟი მყოლოდი სახლში, როგორიც იყავი, ოღონდ ჩემს გვერდით.
"დედა, დედიკო", ეს სიტყვა გიყვარდა და ყოველ წამს ამას გაიძახოდი და შენით ვტკბებოდი ჩემო ყვავილო.
ვინ იცის ახლა როგორ იტანჯები?!
ცხრა მუჭა მიწას შევჭამდი ჩემი ხელით, ეგ ტკივილი მე, რომ შემეძლოს გავიზიარო.
დაუსაბამოდ იარსებებ ჩემს გულში ჩემო ვარსკვლავო და იმედს ვიტოვებ, რომ ამ წერილს ნახავ.
ფრთაშესხმული ანგელოზი ხარ ჩემთვის დედი."

ჩემი ცრმლებისგან მთლად დასველებულიყო წერილი.

დავკეცე წერილი და ჩავიჩურჩულე: 

ჩემთან იქნები დაუსაბმოდ...

ეს განსაცდელი ჩამოურეცხავ ლაქად დარჩა ჩემს ცხოვრებას.
ის ტკივილი და მძიმე განცდა რაც გადავიტანე, ცხოვრებისეულ სიმწარედ დამრჩა გულში.
მამამ ამ ყველაფერს ხელი შეუწყო და ,,მიწასთან გამასწორა".

ახლა ოცდათექვსმეტი წლის ვარ.
ცხოვრებას ვაგრძელებ და ვცდილობ ახალი, ტკბილი და ბედნიერი ცხოვრებით ვიცხოვრო.
შევქმნა ახალი მოგონებები რასაც უკვე ჩემი გონება შეძლებს და დაიმახსოვრებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სიმწარე ჩემი ცნობიერებიდან ამოიშლება.
ეს ვერასდროს ვერ მოხდება!

არ ვიცით ცხოვრება რას გვიმზადებს, მაგრამ ჩვენ ვალდებულნი ვართ ამას შევეგუოთ.

ძლიერი ადამიანი, მაგალითია სუსტისა.
მთავარია რწმენა საკუთარი თავის და იმ ძალის, რომელიც ღმერთმა ადამიანს უბოძა.


ავტორი: ლიზი ხუციშვილი.

26 აპრილი. 2020წ.
06:00

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი