ფიქრები


მოგონებები და შთაბეჭდილებები, ეს ერთადერთია, რაც რჩება ჩვენს მეხსიერებაში... რომელიღაც ლამაზი მელოდია, რაღაც ნაცნობი სურნელი, უეცრად წამოსული შხაპუნა წვიმის წვეთების სისველე, უცებ მობერილი თბილი ნიავი, ხანდახან ყველაფერი ეს ქმნის უხილავ ხიდს ჩვენს წარსულთან და გვეუფლება რაღაც დეჟავიუს მაგვარი განცდა, გვიბრუნდება ის წამები, როცა სიხარულს, სიცოცხლის სიყვარულს თუ ბედნიერებას განვიცდიდით ოდესღაც ჩვენს ცხოვრებაში. ლამაზი მოგონებები, ეს ერთადერთი ჭეშმარიტი სიმდიდრეა სიცოცხლეში, ერთადერთი და ყველაზე ძვირფასი. ეს არის ის, რისთვისაც ხდება ღირებული ჩვენი ცხოვრება. ყველას გისურვებთ, ისე ლამაზად გეცხოვროთ, რომ თქვენი სიცოცხლის ყოველი დღე დღესასწაული ყოფილიყოს სიხარულის, ბედნიერების და სიყვარულის განცდით მდიდარი, მრავალფეროვნებით და თავგადასავალებით სავსე, რადგან ჩვენი სიცოცხლით ვქმნით ჩვენი ცხოვრების ისტორიის წიგნს და ეს წიგნი საინტერესო იქნება თუ მოსაწყენი ძირითადათ ჩვენზეა დამოკიდებული..

/კობა ჩალაძე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი