ნეტავი


ღამეა ცაში, ქარი კვლავ ანცობს,
ზუზუნით, სტვენით დაქრის, ნავარდობს,
ჩემს სუნთქვას ვატან ამ გიჟ ქარს შენთან,
თბილ სასთუმალში მძინარ ქალღმერთთან.

როგორ მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე
და როგორ გეტრფი, ნეტა იცოდე,
მწყურია შენი სითბო, სურნელი,
ტუჩები ცხელი და კოცნა მწველი.

შენი სიკეთით სავსე თვალები,
შენს ლამაზ სახეს ვენაცვალები,
ნაზი თითები, გაშლილი თმები,
როგორ მიყვარხარ და მენატრები.

ეს ღამეც ასე ფიქრად გაივლის,
ხვალეს ზეგ მოსდევს და დროც ჩაივლის,
მაინც არ ტოვებს ამ გულს იმედი,
ნეტა თუ მწყალობს ამ ქვეყნად ბედი.

ნეტავი ახდეს ერთი ოცნება,
ერთი ზღაპარი და საოცრება,
ნეტავ გაგითბეს ჩემს მიმართ გული
და გადაგედოს ეს სიყვარული...

კობა ჩალაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი