ძილი
როდესაც ქალაქს ეწვევა ღამე, შემოეხვევა, ვნებით აავსებს, გაშლის ჭაღარას ფერმკრთალი მთვარე და ცაზე ჩამქრალ სანთლებს აანთებს... გაახელს ძილი დაბინდულ თვალებს, შეჰკრავს ქალაქის თავზე კამარას, ჩამოუქროლებს მთვლიმარე სახლებს და წყნარ ქუჩებში სიზმრებს დაფანტავს. ციდან წამოვა ფიქრების თოვა, სარეცელს ნაზად დაეფინება, ძილი ლამაზი ქალივით მოვა, ჩავიხუტებ და ჩამეძინება. /კობა ჩალაძე/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი