უსიყვარულოდ
უსიყვარულოდ ნეტა რაა ჩვენი ცხოვრება, უაზრო, ფუჭი, ნაცრისფერი ერთფეროვნება, არც იმ სიცოცხლის დღესასწაულს არა აქვს ფასი, სადაც ბოლომდე არ ისმევა ამ გრძნობის თასი. უსიყვარულოდ დრო და სივრცე ცარიელია, უშინაარსო დღეები კი ქარში მტვერია მხოლოდ ერთია არსებობის აზრი ნათელი, რომ არ ჩაგიქვრეს დანთებული გრძნობის სანთელი. უსიყვარულოდ არა ცხოვრობს სხეულში სული და მის გარეშე გარდაცვლილია უკვე სხეული, ასე უაზროდ ყოველი სუნთქვა სიბნელეს მიჰყავს, ცოცხალი კი ხარ მხოლოდ მაშინ, როდესაც გიყვარს. უსიყვარულოდ გულიც კარგავს თავის გულობას, თუკი არ გასცემს მისი ფეთქვა ამ ღვთიურ გრძნობას, უსიყვარულოდ სიცოცხლეც ხომ უაზროდ ქრება, და არ არსებობს მის გარდა სხვა ბედნიერება... /კობა ჩალაძე/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი