გული
სადაც სიცოცხლე არის ზღაპარი, სადაც ოცნება შუქზე ნაზია, სად ნეტარებას არ აქვს საზღვარი და სულიერი სილამაზეა... სადაც ბავშვობა არასდროს ჭკნება სად ყვავილები გვირგვინებს შლიან, სადაც ზეიმობს თავისუფლება და ვარდისფერი ქარები ქრიან იქ სიყვარულის არის ხანძარი, იქ უკვდავების ცეცხლი ანთია, იქ სუფევს ჩემი გრძნობის ტაძარი, სულის სამყარო და ფანტაზია. /კობა ჩალაძე/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი