ქალები


მთელს სამყაროში ბევრი ქალია,
ულამაზესი თავის მშვენებით,
მათი სუნთქვაც კი გრძნობის ქარია,
ტკბილი სიზმარი მორთული გზებით.

მათ შეჰხარიან, ღამეს მთვარიანს
ბევრი ათენებს ჩუმი ოცნებით,
ამ დროს სიცოცხლეც ხომ ზღაპარია,
გამთბარი გრძნობით, გაშლილი ფრთებით.

ასე შეგნატრით ყველა ძალიან,
რომ განიცადონ ეს გაზაფხული,
უსიყვარულოდ სული მკვდარია
მისთვის არსებობს და ფეთქავს გული.

თქვენით იწყება ყველა ოცნება
ყველაზე დიდი ტკივილიც სულის,
ყველა სურვილი თქვენ გემონებათ,
და არ აქვს თქვენსკენ სწრაფვას სასრული...

კობა ჩალაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი