სიყვარულისთვის


სჯობს სიყვარულით მე გავნადგურდე
ვიდრე ვიცოცხლო უსიყვარულოდ,
მისი გულისთვის სიკვდილის მსურველს,
თუნდაც დაფერფლილს უსიხარულოდ

მაინც მექნება განცდა იმის, რომ
სიცოცხლეს ფუჭად არ ჩაუვლია,
რომ ამ ცხოვრებას, ტკივილს თუ ნუგეშს,
ჩემთვის ასე რომ გადაუვლია

ვერ ჩაუქრია მაინც ოცნება,
გაფანტულ წლების ქარში ნატარი,
ისევ გამთბარა გული ლოცვებად,
თუმცა ებრძოდა მუდამ ზამთარი

და გაზაფხულის ლოდინში ასე,
სადღაც, ბუნდოვნად მოსჩანს წარსული,
ამ ხეტიალში, სიცოცხლის გზაზე,
ბევრჯერ სიკვდილის ზღვარზეც გასული

ყველგან ვეძებდი მაინც სიყვარულს,
ჩემს სულს, დაკარგულს ცხოვრების ზღვაში,
წყვდიადში მავალს ანთებულ სანთლით
მხოლოდ იმედი მახლდა ამ გზაში.

ბოლოს მოვედი ასე დაღლილი,
როგორც ყველა გზა, ეს გზაც დამთავრდა,
თითქოს ახლოა ისევ სიკვდილი,
თითქოს სცენაზეც ეშვება ფარდა.

ან რად ღირს ნეტა ასე სიცოცხლე,
როცა სხეული ცარიელია???
თუ სულს, დაკარგულს, პოულობ სხვაში,
ვისთან ერთობაც არ გიწერია?????..............

/კობა ჩალაძე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი