მიყვარხარ


მიყვარხარ

მიყვარხარ ჩემო ისე,
როგორც არასდროს არვის,
ფიქრებს, გაფანტულს ცისკენ
ათოვს ნათელი მთვარის.

მიყვარხარ ასე წმინდა,
ასე ბავშვური ქალი,
სულ შენ გხედავდე მინდა,
სულ შენით ვიყო მთვრალი.

მიყვარხარ გრძნობით, ისე,
ლამის გამისკდეს გული,
ლამის გაფრინდეს ცისკენ
შენზე მლოცველი სული.

მიყვარხარ! გნატრობ! ფიქრებს
ფანტავს გრძნობების ქარი,
კვლავ გამოჰყვები სიზმრებს
ჩემი ოცნების ქალი…

/კობა ჩალაძე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი