სულის წყურვილი
როგორ მაგიჟებს სიყვარულისგან შენი კეთილი,თბილი თვალები, შენი სურნელი, სუნთქვა, ალერსი, ტუჩები ტკბილი, სხეული მწველი. შენი თითები და შენი თმები, ოცნებით ვქრები და შენთან ვჩნდები, ვნების ქარისგან გაფანტულ ხმებში შენს მთრთოლავ ტუჩებს კოცნით ვაკვდები. მოდი, მიგიკრა მკერდზე ოცნება, იქნებ გრძნობისგან გამისკდეს გული, ცრემლად გაწვიმდეს ბედნიერება, შენს სიყვარულში დავლიო სული. მოდი, მაჩუქე ეს ნეტარება, ჩემი ცხოვრების ტკბილი ზღაპარი, ნატვრის, ოცნების შენ ხარ ზმანება და ფანტაზიის სამყაროს ქალი. კობა ჩალაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი