როდესაც გიყვარს


როდესაც გიყვარს, ძალიან გიყვარს,
ცხოვრება ზღაპარს გადაშლის ფრთებით,
როცა ათენებ ბინდისფერ სიზმარს
მასზე ოცნების ჩუმად ლოცვებით.

ამ დროს სამყარო გაგიხსნის იმ ზღვარს
რომ საიდუმლოს ჩასწვდება გული,
გაჰყვება სადღაც სული გრძნობის ქარს
და გაიშლება ცად დაფანტული.

როდესაც გიყვარს მის სურნელს სუნთქავ,
მის ხატებას გრძნობ მზეში, მთვარეში,
სამყარო თითქოს მის ირგვლივ ბრუნავს
და გულიც თითქოს ფეთქავს მის ხელში.

როდესაც გიყვარს მოსწყდები მიწას,
ვარსკვლავებს ცაში ხელით შესწვდები,
ბედნიერი ხარ, როდესაც გიყვარს
და ამ გრძნობაში ბოლომდე ქრები...

/კობა ჩალაძე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი