როცა ჩემთან ხარ
როცა ჩემთან ხარ ხდება ოცნება, გრძნობის ქარიშხალს მოაქვს ფიქრები, თითქოს მთავრდება ამ დროს ცხოვრება და მეც ამ წამად გადავიქცევი. როცა ჩემთან ხარ სუნთქვა ჩერდება და მხოლოდ შენით ფეთქავს ეს გული, შენს სიახლოვეს სულიც კი თბება, მოდის სიცოცხლე და გაზაფხული. როცა ჩემთან ხარ სამყარო ქრება და მის სახებად მხოლოდ შენ რჩები, თითქოს ათასი მზე იბადება უთვალავ სხივთა გაშლილი თმებით. როცა ჩემთან ხარ მე ამ დროს შენ ვარ, გადმოდის შენში მთლიანად სული, თითქოს სამყარო გვწერს ამ დროს ჩვენ ჯვარს და ცაში ადის ეს სიყვარული. /კობა ჩალაძე/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი