დედა–მე–შვილი
რატომაა რომ ვინც მიყვარს ის ადამიანები ყოველთვის შორს არიან ჩემგან,ჩვენს შორის დრო კედელივით აღმართულა და მე მათი მონატრება მკლავს.დღეს რა მაცოცხლებს? მხოლოდ დედაშვილობის სამკუთხედი. დედა–მე–შვილი ეს ერთადერთი მიზეზია ….შესანიშნავი მიზეზი… როცა საკუთარ შვილს მძინარეს ჩუმათ მიეპარები და აკოცებ,ასეთი ნეტარება კიდევ დედის მოპარვას და კოცნას მოაქვს.ამიტომ როცა მივეხუტები მაგრად და ჩემი შვილის სურნელი სულს მითბობს, საკუთარი დედის მონატრების სურვილი კი მკლავს.ამ დროს უკვდავიც ვხვდები და მკვდარიც.ბედნიერიც და უბედურიც და საერთოდ რა ხანია უკვე ბედნიერება–უბედურაბასთან შერწყმული ვცხოვრობ.ღირებულია შენი სიცოცხლე მაშინ როცა სიცოცხლეს ქმნი,ამიტომ გაფიქრებული აზრი რისთვის ვცოცხლობ უკუ უნდა აგდო,ალბათ ესაა ჩვენი დანიშნულება და ამას უნდა შევეგუოთ და წყურვილი ბედნიერებისა რომელიც შვილის ზრდასთან ერთად როგორც მისი პატივსცემა და სიყვარული ცვდება ისიც სადღაც ბუნდოვან ცაზე უღიმღამო ვარსკვლავივით კიაფოს და აღარც კი ვნატრობთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი