ტირის მთაწმინდა


მე მიყვარს შენი წვიმაც,მიყვარს შენი ტალახიც
ჯეჯილიც მიყვარს, გათელილი შენი ბალახიც
შენი კლდეები,მონატრებულ ირმის ყვირილი
და სიკვდილის დროს შენი გულის ნაღდი ტირილი.
მე მიყვარს თოვლში ჩაკარგული ნადირის კვალი,
და სადღაც ტყეში ჩაძირული ძველი კარავი,
მიყვარს წყლის პირას მობაასე მგელი და კრავი,
ეგ ნაოჭები უნიღბო და დაუფარავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი