ჩემი ბოლო სიტყვები


თუ მარტოობას ცრემლებით ებრძვი,
თუ სიყვარულის შეგწევს უნარი,
თუ გენატრება თუ გაგონდება,
მაშინ არასდროს არ თქვა უარი.

არ დაივიწყო ის გრძნობა რაც შენ,
გადაგაფრენდა ღრუბლებს ოცნებით,
არ ჩაიქნიო ხელი გთხოვ არა,
სიყვარული ხომ არ მოდის ნებით.

არ ჩაჯდე ნავში არ გაერიდო,
დაუნდობელი ცხოვრების ზვირთებს
არ ჩაიკეტო შენს თავში არა
არ მიეკედლო დამღუპველ ფიქრებს.

არ შეეგუო ის რაც ჯერ შენთვის,
მიუღებელი არის ამავდროს,
გიშფოთებს სულს და გირევს გონებას,
არ თქვა უარი მასზე არასდროს.

შეინარჩუნე რაც კი წმინდა გაქვს,
და ცოდვით ნუღარ დაიმძიმებ სულს,
ბედნიერებას დანატრებული
ხშირად შეხვდები შენ გზა სავალ რთულს.

მიმოამტვრიე ყველა კედელი, 
გაანადგურე რაც კი ხელს გიშლის
აღარ იფიქრო სიკვდილზე არა,
სიყვარული ხომ კვლავაც შენ გიცდის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი