სულის დეპრესია


აურდაურია ქარმა ხის ფოთლები,
ცოცხის ანაბარა მერე მიატოვა,
მიურ-მოურია მთელი გრძნობები და
გულცივი ფიფქებით ოხვრით მიათოვა...
არის სევდიანი ისევ დედამიწა,
რაღაც ფრაზებს ისვრის, ფრაზებს ბანალურად,
ახლა მათხოვარმა გვერდით ჩამიარა,
მისმა მარტოობამ სულ მტლაყალბმა ღიმილმა მწარედ მომეპარა
თურმე ცხოვრება შორს მე გამიფრინდა,
ისევ ავირიე სულის მძიმე ფიქრში
სული მეხუთება სევდის მძიმე ნისლში...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი