ზღვის ნოტები


როდესაც ჩავა მზე და ის ჰორიზონტში მიიმალება
ზღვა აღელდება და ტალღები ნაპირს მოეფინება
თბილი ჰაერი ზღვიდან ამოვა და ჩემს გულს მოეფერება

ახლა უკვე ჩემი ხარ,მე შენ მიყვარხარ
შენ ჩემი აღმაფრენა ხარ
როდესაც ჩავა მზე და ის ჰორიზონტში მიიმალება
მაშინ გეტყვი ჩემო პატარა,რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ

დაიწყება ლამაზი დღე და მე შენ კვლავ ჩაგეხუტები
მუსიკის ნოტები გეტყვიან ,,შენ მხოლოდ ჩემი იქნები"
არ ინერვიულო,მე მუდამ შენთან ვიქნები
არასოდეს მიგატოვებ,მე მხოლოდ ამას გპირდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი