წითელი ფიქრები
როგორ მტანჯავენ შენზე ფიქრები,ვეღარასოდეს შეგხვდები ნეტავ? მენატრებიან შენი თვალები,შენი ღიმილი,წამწამთა რხევა! ასე მგონია სიზმარი იყო ან მოჩვენება შეხვედრა შენთან მიყვარხარ-მეთქი რად ვერ გითხარი,გული უშენოდ ვერ გაძლებს ვერა! უნდა მოგძებნო, უნდა გიპოვო,მაგრამ ვაითუ დამაგვიანდეს როგორღა გავძლებ მაშინ უშენოდ,ვინ მომიშუშებს გულის იარებს მომკლავენ მაშინ შენზე დარდები,უცრემლოდ ტირილს მე ვერ გავუძლებ მხრებჩამოყრილი შევალ საყდარში და ყველა წმინდანს სანთელს დავუნთებ მუხლმოდრეკილი მე შევუდგები ჩემი ცოდვების მონანიებას, ჩემი ცხოვრების წარსულ დღეებზე მამაზეციერს ვთხოვ პატიებას ვთხოვ შემისრულოს მე ერთი თხოვნა ჩემთვის ყველაზე უძვირფასესი, კვლავ შემახვედროს შენ ლამაზ თვალებს,რომ გაქვს სიცოცხლის შუქით სავსენი მერე ტაძრიდან გამოვალ გარეთ,როგორც აჩრდილი გავყვები ქუჩას შენს თვალებს ვერსად ვერ გავექეცი,შენზე ფიქრს მაინც ბოლო არ უჩანს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი