გუდიაშვილის ბაღში დაგელოდები


დილა მშვიდობისა საქართველო 
მშვიდობა შენდა თბილისო 
სიყვარულით გეფერები
დღეს სიყვარული გელისო 

გუდიაშვილის ბაღში დაგელოდები 
ჩემო თბილო ქალაქო
მუდამ მემახსოვრებით
ძველი თბილისის ჰანგებო 

ქალაქის გალავნით გააძლიერა თბილისი 
მეფე ვახტანგ გორგასალმა
ააშენა არტანუჯი
იქვე ხდებოდა ჩვენი ქვეყნის ჭირ-ვარამი

საქართველოს სიდიადე,გადიოდა საზღვრებს გარეთ 
ჩვენი ქვეყნის საზღვრები კი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე 
ვერ გვერეოდა ვერავინ
ვერც შაჰ აბასი,ვერც მურვან ყრუ 
მუდამ დგებოდა ფეხზე, თბილისიც და საქართველოც 

ჩემო ლამაზო თბილისო 
ყველა ქალაქს მირჩევნიხარ
სტამბულსაც და პარიზსაც 
მიყვარს შენი იავნანა 

შენს ასაკთან ერთად მემატება 
ჩემი წლები ნატანჯი
მშვიდობა საქართველოვ 
მშვიდობა თბილისო 
გუდიაშვილის ბაღში დაგელოდები 
ჩემო ძვირფასო თბილისო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი