მამალი და მელია


ახალ წელს შევხვდეთ, მამალო,
ჩემთან წამოდი, ფრთამალო,
სულით და გულით გპატიჟებ,
წამოიყვანე იხვები,

ყურს ნუ დაუგდებ მეზობლებს,
რასაც ამბობენ ბრიყვები.
-ოჰ, რასა ბრძანებ, მელიავ,
აბა, ეგ რა სათქმელია,

გეწვევით, ჩემო ბობოლავ,
თან წამოვიყვან ბომბორას!	

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი