ვლადიმერ ალფენიძე დაიბადა 1937 წლის 3 მარტს გალის რაიონის სოფელ ოტობიაში. მას დამთავრებული აქვს მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
პირველი პოეტური ნაწარმოები "საახალწლო ზღაპარი" გამოაქვეყნა 1954 წელს, პირველი წიგნი–ლექსების კრებული "მთები და სიჭაბუკე" - 1963 წელს. მისი მხატვრული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია მოთხრობების კრებული "ოცდაცამეტი მზის სახოვანი ბრძენი იაკობი"(1976), რომანები: "ცურტავის ზარები"(1978), "სიყვარული და უკვდავება"–ტრილოგია: "დუელი მგლის ველზე"(1980), "მწვერვალები და უფრსკულები"(1981), "სიკვდილი ქრისტეს ასაკში"(1982). რომანების, ლექსებისა და მოთხრობების კრებული "სააწუთრო"(1988), პუბლიცისტური წიგნები "პორტუგალიური დღიურები"(1979), "ბრაზილიური დიალოგები"(1980). მისი ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
გარდაიცვალა 2002 წელს (64 წლის ასაკში).
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი