ლირიკული დიპტიქი
ლირიკული დიპტიქი მუხრანული საღამო იყო ბნელაი, ვემზადებოდი ძილადა, ჩემ ქმარმა შაიგვიანა, არა სჩვეოდა წინადა, შინ მაიყვანა სტუმარი, ბაღში ბულბული სტვინავდა, უზმო ყოფილა ბეჩავი, მშიერ მგელივით გმინავდა, პურ-ღვინო ვაჭამ-ვასმიეთ, ალაჰს მადლობას სწირავდა, შეღვინებული ყივჩაღი მიმზერდა, თან მიცინავდა, მეც გულმა ვეღარ გამიძლო, ფიქრში მასთანა მძინავდა, ჩემი ერთაი თვრებოდა, ვეღარაფერსა ჰტვინავდა, ალაპარაკდა სტუმარი, თაფლი სწვეთავდა, სცვილავდა: ,,კარში ძაღლ არ გაიგდება...’’ ცა იქცეოდა, გრგვინავდა, ,,ლოგინს გავუშლი ბეჩავსა, მინამ ავდარი მინავლდა...’’ ვეღარ ითმენდა ყივჩაღი, ჟინი თავისას ჟინავდა, ხელი მამხვია, მაკოცა, გამალებული ქშინავდა, ცეცხლივით ავენთებოდი, ქმრის სარეცელზე ჰყინავდა, ერთაი უკვე ბრაზობდა, ძილში ფრანგულსა ჰპირავდა. გალაკტიონური ენკენისთვე იყო ბნელი და მიმწუხრის დინება. იძინებდა მთა და ველი, ქალსაც მიეძინება. აღტაცების რეკდა მინა, მოდიოდა სტუმარი. Extra fina! Extra fina! ყვავილთ ნასამუმარი. გველი ყნოსავს ვარდს და ზამბახს, სვამს და აღარ იძინებს. თქვენ ისმენდით ვაჟის ამბავს: უზმო ქარი სისინებს. თითქო ვნება ეფინება ღამეს, ვაზას, მაგიდებს. დაცემა და შეგინება ლალებს და ყელსაკიდებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი