0 106

სერიული მკვლელის მონოლოგი


სერიულ ამბებით მოვაჭრეს,
გულმკერდის ჭრილობა-გამჭოლით,
მარცხენა ბიბილოს მოვაჭრი,
დავდგები მერე და გავჭორავ.

ნესტოსაც მოვაჭრი ავანსად,
ენას კი, მკვდარიც რომ მაძაგებს,
მივუგდებ დამშეულ ავაზას —
აბაზად მივყიდი მაწაკებს.

სამწვადეს  ავაჭრი გავიდან,
შაურმას შევურევ იდუმალ,
მერე კი ბაზარზე გავიტან,
სოვდაგარს გავატან ბითუმად.
კომენტარები (0)