0 93

Vaselinum


გვათამამებენ ლიტერა,  პულიცერი და ნობელი:
გამოგვიგზავნე რომანი, შეიცან შეუცნობელი.

და მიუჯდება მაგიდას ქალწული ლამაზთითება,
დაილევა და დაშრება, დაივსებ-დაიშრიტება.

ალალ-მართალი ჟიურის გულწრფელობაზე ვერც ყვები —
ბამბის ნაყინის დამნახავ ბავშვზე მომდგარი ნერწყვები.

და ბოლოს, როგორც იტყოდა მარკუს ლუციუს ელინი:
,,ჩემო ლამაზო სამშობლო, იდიდე, ივაზელინე!’’
კომენტარები (0)