ლანს ელიოტი
მწერალი
თრობის სიმღერა
ბახუსი მუდამ მღერას გვავალებს, გლოვა სიხარულს კვლავაც მინებდა, მაშ, გაუმარჯოს უნაზეს ქალებს, ჩვენი ტრფობა რომ არ აძინებდათ. შეავსეთ ჭიქა უტყვის და მჭევრის, სანამ ხელს ხელი გადაეჭდობა, ყველამ ჩაუშვით — პილატეს ცრემლის ფსკერზე შეგროვდეს მთელი ბეჭდობა. არ დახანდება თასის ავსება, სადღეგრძელოა მუზის და გონის, გლოვა სიხარულს ვერ ეთავსება — გავიმეორებ ასჯერ გაგონილს. მზე ცრუ ციმციმას გაგლეჯს და გახრავს, აგერ ყივილიც მორთეს მამლებმა, რაც განთიადის ნიშანი გახლავს და ბნელი მალე მიინავლება.