NeoRaven


კაკუნია გაბმული, გამოვაღე ფანჯარა.
— ავბედითო ყვანჩალა, აქ რამ მოგაჩანჩალა.

გედი ნებას მაძლევდეს, მქონდეს კაჟი ან ტალი,
რომ უდროოდ გავფანტო გულსაკლავი ყრანტალი.

— რას ამგვანე მაუდი, ნახელავი ზინგერის?
აქ რას მოიჩხაოდი, ვის უნდოდი, ვინ გელის?! 

უტაიჭო — გრცხვენოდეს — როგორ გამომიჭირე?!
ათასცხენისძალიან მერნით გამოვიჭენებ!

ამოვქოქე მანქანა, ეს ფიქრები მომკლვავენ,
გზატკეცილზე მივქრივარ, მომჩხავი და მომკნავი.

შეთანხმება დაიდოს! რადიოში მარჯანჯა.
მოაჯექი ფაიტონს, დაუარე, ყვანჩალჯან!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი