აწ...
მეზობლის გოგომ შეიგვიანა: ვეღარ იპოვა ამწყდარი ღილი... გაზაფხულია... წუხელ ნიავმაც ჩვილ ალუჩაზე მოიჭრა კბილი. აწ ორთავენი ერთად ივლიან, სიყვარულია ისეთი ტკბილი: კვლავ გაიტყუებს ალუჩა ნიავს, კვლავ ააწყდება გოგონას ღილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი