სალაღობო
მთვარე აჩაღებს კელაპტარს – სიყვარულს უდგა მაზანდა; ჟინ მიტანს: მაგ შენ კენარტანს მოვერტყა უსურვაზადა! ყელამდე ამოგეხვიო, სული გიბერო – ნიავი; დაუხელაო ხეხილო, უბე გიმხილო რთვლიანი. თუნდა, ქვეყანამ მიშუროს, თუნდა, მომყეფდნენ მწევრები... ბაგეზე გადმოვიჟურო შენი ნაბულა მტევნები! მუხლიდან ყარყარ ყელამდე ღილად აგასხა ფოთლები; ყამარქალივით ღელავდე, კავებ გიშალო შფოთები; ვერვინ გვიშალოს წაწლობა, ვერც ლიქნით, ვერცა – ომითა; დაიწვას შენი ქალობა, როგორც რო დამწვი ნდომითა!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი