გრანელი


ბედ–აკვნიდანვე აკლდა ამინ და...
ლექსშიც დააკლდა რაღაც გრამები...
ამოღწეული ცის აკლდამიდან –
საკუთარ საკურთხს უზის გრანელი.

ქუდ–ბოდიშივით... ზამთარს სწყინდება,
არც ყანწელია, არც – გრაალელი:
იცის, რომ: ლექსით – სამთაწმინდეა
და დებოშებით – გრანი გრანელი.

ბაღის ბეღურა რითმით ერთობა,
აღარ ეთმობა ბზა და რვეული;
პოეზიაში ერთადერთობას
წუხს – ცხოვრებაში გზაარეული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი