ჯვარი


პასუხად კითხვაზე:
_ ვინ ააგო მცხეთის ჯვარი?...

ცას შეაშენეს ღვთიური ჯვარი,
ჯვართამაღლება ასრე იადრეს,
შემოამშვენეს აზმით ტაძარი
და სათნოება დააბინადრეს...
სული მოითქვეს საწუთროს ჩრდილში
და თქვეს: _ აწ სისხლმან შორს იძახველოს!..
მერმე წამოდგნენ და ტაძრის შიშით
წაწყნარდნენ უხმოდ და უსახელოდ.
საით წავიდნენ კირითხურონი,
თვალსაშურონი შორად ჰპოვეს, რა...
ან ხეკორძულა თუ შეასხურეს
ამ ოფლით ნაწერ უფლის პოემას?..
რა ამაოა ოსტატის რწმენა...
ვინ იყავ, ქვით რომ წერა-მწერლობდი,
ვით დადგი მთაზე მთად _ ბედისწერა _
ამთავრებული ცისკენწეროთი?!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი