ჩემი რჩეულნი
-რატომ უდარებ მთებს ცერა-სრებს? რამდენიც გინდა აზმან-ატოლო... -რუსთველის მერე?... -რუსთველის მერე - გურამიშვილი, ჩემო ბატონო! -მერმე? -ვაჟა და ბარათაშვილი! -აქეთმდგმურენი?... -ზოგი ჰა და ჰა... -აკაკი?... -აქ კი... -სცდები. -დამშვიდდი... მეც ამბნევია თავგზა, ხანდახან. გალაკტიონით ვიწყებ მეოცეს... -გრანელი?... -მისი ცრემლიც მასველებს, სხვა საყდრიონით ვერ გაგაოცებ, საბას გაფიცებ, აქ შემასვენე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი