კლდემტირალასთან
ამოუმშრალეს ერთურთს თვალები _ თავშლით და თათით და უბრად სხედან: დედები, მაგრამ... მაინც ქალები _ მოყმის დედაი და ვეფხვის დედა. ომჟინიანი მათი ვაჟები კლდემტირალასთან ერთ ფარზე წვანან; მოყმე ბინდია, ვეფხვი _ რიჟრაჟი, დედანი _ ლოკვა და იავნანა.
წყარო: www.biblioteka.litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი