ლაიკის ლეკვი
არ თმობს ზამთარი მზითევს: მზეს ბეჭდად არათითობს; მცივა, ლოლუა თითებს მოპარულ ლეკვით ვითბობ. გული ძლივს უცემს გულთან, ტყავში გაუდის ნეკნი; ხვალ გაეყიდათ, უნდა, ეს თათლოკია ლეკვი. რა ბირდაბირად ბარდნის... მივდივარ მდგმურის მდგმური; მიმყავს წკმუტუნა დარდი, მიმაქვს ნაპოვნი პური...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი