საკართანო
ვალერიან საღლიანს ამ ლექსს მოკითხვის ბარათიც ეთქმის, ჩემო მახვშო და ამინდმისანო და სანამ დალი გათვალავს ბეთქილს... უნდა ერთი დღით ამოვისვანო. უნდა ვიმუჯრო* შხელდა-შხარა და შევუყვე ბექნუს ბილიკს - ძარღვივით; ვეფხს ავატყავო მოყმის ბალადა - კარზე დაგისვა ცანას ძაღლივით! ნაძვებიც ცისკენ წავლენ წვერებით, იქ ეგულებათ ჩემებრ - საშველი; "უშბის სარკეზე" წავეწერები -- ბარში წაშლილი - შურის საშლელით. *საკართანო - ბოლო სადღეგრძელო, კარებთან წარმოთქმული (ხევს.)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი