ფანტი - ფანტომი
დინჯი დოინჯით დგას სამოვარი, ორთქლი "ქარია", თითქოს, როდენის. ბედსმინდობილი მადამ ბოვარი კადნიერ კოცნის ითხოვს კოდეინს... და გულმოწყალე აფთიაქარიც ბედ – ბაგე–ბაგე არიგებს აბებს. ბინდის ნარგილით ნათრიაქალი ნიავი ფარდას ითრევს – საკაბედ. წვეთოვან წუთებს თვლიან აბები. ეჟუანება ბონჟუა ნიკეს; მკლავები – ვნების ლიანდაგები – კვლავ მიღელავენ დონ ჟუანისკენ! მაგრამ... მორალის პატი–აღვირი ისე დროულად აურვებს ვნებას... დგას ბონაპარტი – პატივაყრილი, ვით ვატერლოო და შეჩვენება!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი