განაფიქრი პირველი


გამაყრუებელ სიჩუმეში ავეჯის ზანტი მიმოხვრის ხმა ისმის...
გარედან ვიღაც კაცის სიცილი აფრთხობს წუილს ჩემს ყურებში... ამას ემატება ქუჩის ძაღლის ყეფა, ძაღლი უყეფს ლოთებსა და ნარკომანებს, ამიტომ ხალხს ძაღლი კარგი ჰგონია, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს ასე არაა, რადგან მან მამაჩემსაც დაუყეფა და არ გეგონოთ მამაჩემი ლოთი ან ნარკომანი. ალბათ მას უბრალოდ შია და ამ შიმშილის გრძნობას გარდაქმნის ზიზღში და აგრესიაში, თითქოს ღმერთს მისთვის განსაკუთრებული ორგანო უჩუქებიაო, საბოლოოდ კი ეს ზიზღი და აგრესია გარდაიქმნება ყეფად, ყეფად რომელიც ასე ძალიან მძულს და ჩემი ორგანიზმი ვერ იტანს მისგან გამოწვეულ ბგერებს, რომელიც ტალღებად არხევენ ჰაერს, მიუხედავად მისი მიზეზებისა, მე მძულს ეს ძაღლი, ხოლო ეს ძაღლი ვერ მიტანს მე... ერთი მოსმენით სასაცილოა და მრავალი მოსმენითაც სასაცილოა ჩემი ეს ფიქრი... მეც მეცინება... კარგია კომედიით რომ ვცხოვრობ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი