.სოფლის საიდუმლო


ჩემი შურთ!
რა მაქვს რომ შურდეთ?

ჩემი შურთ!
რა მაქვს რომ შურდეთ?

გულის სწორს არა აქვს ბუდე,
მაგრამ ხომ ხედავ რომ უვლის ხუნდებს.

ჩემთვისვე ჩუმად!
ნეტავ, არ ვდუმდე!
ნეტავი, სოფელიც ასე არ დუმდეს!

სოფელში ხმაური და მაინც დუმდა!
სოფელში ქუხდა და მაინც დუმდა!

მწვანე ჭიშკართან მდგომმა მე ჩუმად
თავი ვიგრძენი თვალების ქურდად.
გრძნობების გამხელა, თან როგორ მსურდა
ფიქრებით ტვინი ლავისებრ ხურდა.

ბალახზე წოლა,
სიმღერის სმენა,
ფიქრში ჩემივე თავისვე ძებნა.

ქალაქში ყოფნა,
უაზრო ყოფა,
უაზროდ ნაფიქრი ტვინში რომ მქონდა.

წამალი კოვზზე,
შიში სიკვდილის,
შიში იმ გრძნობის
გულში რომ მივლის.

წესია წესი, არ უნდა დაირღვეს.
საიდუმლოა არ უნდა გაირკვეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი